საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი არგენტინის დეპუტატთა პალატაში საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

2018 წლის 16 ოქტომბერს არგენტინაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის კონგრესის დეპუტატთა პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ახლადშექმნილ საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ბეატრის ავილასთან. 
საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების პროცესში საპარლამენტო  მეგობრობის ჯგუფის მნიშვნელობას და დაიგეგმა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ოფიციალური პრეზენტაციის გამართვა მიმდინარე წლის ნოემბერში.