საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის სამუშაო ვიზიტი ურუგვაიში

1-3 ოქტომბერს, ურუგვაიში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი (რეზიდენციით ბუენოს-აირესში) სამუშაო ვიზიტით ეწვია ურუგვაის. შეხვედრები გაიმართა ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ელჩ ანიბალ კაბრალთან, ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, პატრისიო სილვასთან. ელჩი ასევე ეწვია ურუგვაის ხორცის ეროვნულ ინსტიტუტს (INAC), სადაც შეხვედრა გამართა ინსტიტუტის პრეზიდენტთან, ფედერიკო სტანჰამთან. 

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა შეხვედრა გამართა ურუგვაის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სენატორ მონიკა ქსავიერთან, რომელიც მ.წ. სექტემბერში საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ურუგვაიში ელჩის სამუშაო ვიზიტის მიზანს ახლო მომავალში მნიშვნელოვანი ორმხრივი ვიზიტის მომზადება წარმოადგენდა.