საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

არგენტინის დეპუტატთა პალატაში საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი დაფუძნდა

28 სექტემბერს, არგენტინაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა საელჩოში არგენტინის დეპუტატთა პალატის საპარლამენტო დიპლომატიის გენერალურ დირექტორს, ხუან დე დიოს სინკუნეგის და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის აპარატის დირექტორს, ფერნანდო რუისს უმასპინძლა. 

სტუმრებმა საქართველოს ელჩს შეატყობინეს, რომ ორმხრივი კონსულტაციების შედეგად, არგენტინის დეპუტატთა პალატაში დაფუძნდა საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც  დეპუტატი ბეატრის ავილა უხელმძღვანელებს. 

ამ კონტექტსში, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და არგენტინას შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის საკითხები.