საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი მენდოსის პროვინციას ესტუმრა

25 სექტემბერს, არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია მენდოსის პროვინციას. აღნიშნული რეგიონი არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროვინციაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ღვინის 60 პროცენტს აწარმოებს.

საქართველოს ელჩმა სამუშაო ვიზიტი მენდოსის პროვინციის გუბერნატორთან, ალფრედო კორნეხოსთან შეხვედრით დაიწყო, რომელმაც საქართველოს ელჩს მენდოსის მთავრობის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მენდოსას საქართველოს რომელიმე რეგიონთან დამეგობრების, ტურიზმისა და ღვინის პოპულარიზაციისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

აღსანიშნავია, რომ გუბერნატორი კორნეხო 2016 წელს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია, სადაც დაესწრო საქართველოში გაეროს ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას, რომელიც საქართველოში გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდითა და საქართველოს მთავრობის პატრონაჟით ჩატარდა. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შემდეგ, ღვინის ტურიზმის მეორე კონფერენცია, მენდოსაში, 2017 წელს გაიმართა