საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია პარაგვაის ახალი პრეზიდენტის, მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციის ცერემონიალში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის თაობაზე

.წ. 14 აგვისტოს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია  პარაგვაის ახალი პრეზიდენტის, მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციის ცერემონიალზე დასწრების მიზნით, ასუნსიონს ეწვია. დელეგაციაში ასევე წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პარაგვაის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ბუენოს-აირესი) ირაკლი ყურაშვილი და საქართველოს საპატიო კოსული პარაგვაიში, კონრადო პაპალარდო.

ამავე დღეს, გაიმართა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ხორხე მარსელო ფორისთან. მხარეებმა მიმოიხილეს  ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და არსებული ურთიერთობების დინამიკა.

ამავე დღეს, მოგვიანებით, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუასა და ეკვადორის საგარეო საქმეთა და ადამიანური მობილობის მინისტრის, ხოსე ვალენსიას შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ადამიანური მობილურობის სამინისტროს შორის საერთო ინტერესების საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების“ შესახებ. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა და პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ეკვადორს შორის  თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. 

შეხვედრაზე ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ მიმოიხილეს საქართველოსა და ეკვადორის რესპუბლიკას შორის ორმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები,  ისაუბრეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უწყებათაშორის თანამშრომლობაზე. ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ინტერესი საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გაზიარების კუთხით.

15 აგვისტოს, პარაგვაის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დაესწრო პარაგვაის ახალი პრეზიდენტის, მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციის ცერემონიას. 16 აგვისტოს ქ. ასუნსიონში, ეროვნული კონგრესის სასახლეში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ შეხვედრა გამართა პარაგვაის რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის (პარლამენტის ქვედა პალატა) თავმჯდომარესთან, მიგელ კუევასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარაგვაისთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, პარაგვაის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, რეზიდენციით ბუენოს-აირესშ, ირაკლი ყურაშვილი და პარაგვაიში საქართველოს საპატიო კონსული, კონრადო პაპალარდო. პარაგვაის მხრიდან - დეპუტატი მმართველი Colorado-ს პარტიიდან, პარაგვაის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის წევრი, ფრედი დ'ეკლესისი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ახლო მომავალში კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები. ბატონმა დონდუამ აღნიშნა, რომ პარაგვაისთან და ზოგადად, ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებას სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მოხარული იქნება უმასპინძლოს პარაგვაის წარმომადგენლებს საქართველოში, რათა ადგილზე მოხდეს არსებული პოტენციალის შესწავლა, ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება და საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გაზიარება. თავის მხრივ, პარაგვაის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი მნიშვნელობა აქვს მთელს რეგიონში, როგორც მნიშვნელოვან ჰაბს და პარაგვაის დიდი ინტერესი აქვს სავაჭრო ურთიერთობები გაზარდოს საქართველოსთან და რეგიონთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით დონდუამ და სოფიო ქაცარავამ ინტერვიუ მისცეს  პარაგვაის საზოგადოებრივ რადიოსა და ტელევიზიას.